მაინტერესებს, ვინ გამართავს ბრიფინგს და იტყვის, რომ დამარცხდნენ და ვადამდელი არჩევნები ინიშნება - მელია "ოცნებაზე"

გამოქვეყნდა:

"არც "ოცნების" წევრებს არ სჯერათ გამარჯვების... მაინტერესებს, ვინ გამართავს ბრიფინგს და იტყვის, რომ დამარცხდნენ და ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები ინიშნება" - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თბილისის მერობის ოპოზიციის საერთო კანდიდატმა ნიკა მელიამ "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "მთავარი აქცენტები" ისაუბრა.

საკუთარ ბუშტში არიან, ამხნევებენ ერთმანეთს და ეუბნებიან, რომ მაგრად დადექით, საღამოს 10 საათზე, 2 ოქტომბერს არ ჩამოიშალოთ. ჩამოიშლებიან, ეს მათი ტკივილია. მე კი მინდა რომ არ ჩამოიშალონ ბოლომდე და იყონ... ცოტა ხანი ნახონ ბატონმა კობახიძემ და ბატონმა მდინარაძემ რა არის ოპოზიცია. 1 საათი არ აქვთ ოპოზიციაში გატარებული და პოლიტიკოსებად მოაქვთ თავი - ამბობს ნიკა მელია.

მისივე თქმით, არჩევნებში ახალგაზრდების ჩართულობა აუცილებელია. თბილისის მერობის კანდიდატი მათ არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდებს.

ახალგაზრდებმა უნდა გაიგონ, რომ მათი არჩევნებია, უნდა გაუმჯობესდეს მათი ცხოვრების სტანდატი, მათ უნდა ამოიყვანონ ეს ქვეყანა ჩვენთან ერთად და ჩვენ მათთან ერთად ტალახიდან, მოიპოვონ თავისუფლება და ამ თავისუფლებით მერე თავად ისარგებლონ, - ამბობს მელია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი