თალიბანმა ავღანეთში წვერის შეჭრა აკრძალა

გამოქვეყნდა:

თალიბანმა ავღანეთში სტილისტებს მომხმარებლებისთვის წვერის შეჭრა და გაპარსვა აუკრძალა - ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, თალიბანის ლიდერებმა გადაწყვეტილების არგუმენტად და საფუძვლად ისლამური კანონები დაასახელეს. თალიბანის პოლიციამ თქვა, რომ ვინც დაარღვევს წესს დაისჯება. შესაბამისი მითითებები დედაქალაქის, ქაბულის გარდა, პროვინციაში მდებარე სალონებმაც მიიღეს. 

"მებრძოლები მოდიან და გვირჩევენ, რომ შევწყვიტოთ წვერის გაპარსვა. ერთ-ერთმა მათგანმა მითხრა, რომ მათ შეუძლიათ, ინსპექტორები გაგზავნონ ჩვენს დასაჭერად”, - თქვა ქაბულში ერთ-ერთმა დალაქმა.

ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც თალიბანმა ავღანეთი დაიკავა და საკუთარი მმართველობა აღადგინა ქვეყანაში არაერთი კანონი გამკაცრდა. გასულ კვირას, თალიბანის ლიდერმა თქვა, რომ ქვეყანაში სიკვდილით დასჯის ტრადიცია აღდგება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი