IPSOS-გლობალის კვლევამ აჩვენა ის, რასაც ქართული ოცნება მალავდა - ოპოზიცია

გამოქვეყნდა:

IPSOS-გლობალის კვლევამ აჩვენა ის, რასაც ქართული ოცნება მალავდა - ასე ფიქრობს ოპოზიცია. პოლიტიკოსებმა იციან, რომ ეს შედეგები მოქმედი ხელისუფლებისთვის აქამდეც ცნობილი იყო, თუმცა მარცხის შიშით ახლა ოცნება ყველაფერს აკეთებს, რომ მხარდამჭერთა კლება და რეიტინგის დაცემა გადაფაროს.

ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვებს, თუმცა იციან ისიც, რომ ხელისუფლება ყველა ხერხით ეცდება შედეგების გაყალბებას.

კვლევის მიხედვით ოცნება რეფერენდუმში მარცხდება, რიგგარეშე არჩევნები კი გარდაუვალია.

კვლევა ჩატარებულია "მთავარი არხის" დაკვეთით. IPSOS-გლობალის მიერ გამოიკითხა არჩევნებში მონაწილეობის უფლების მქონე, შემთხვევითობის პრინციპით შერჩეული 1500 რესპოდენტი, პირდაპირი ინტერვიუს მეთოდით, 21 სექტემბრიდან 25 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში. მონაცემების ცდომილების ზღვარი პლუს-მინუს 3%-ია. ჩატარების მეთოდოლოგიას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი