დეზინფორმაციის მორიგი ტალღა - კრემლი ლუგარის ლაბორატორიაში საკუთარი სპეციალისტების დაშვებას მოითხოვს

გამოქვეყნდა:

დეზინფორმაციის მორიგი ტალღა და კიდევ ერთი თავდასხმა ლუგარის ლაბორატორიაზე - კრემლი რეგიონში ერთადერთ თანამედროვე კვლევით ცენტრში საკუთარი სპეციალისტების დაშვებას მოითხოვს. ოფიციალური კრემლის ბოლო განცხადებით, რუსეთი შეშფოთებულია, რომ არ აქვს ინფორმაცია ლაბორატორიის საქმიანობის შესახებ. რუსეთის საგარეო უწყების განცხადებით, უკვე 10 თვეზე მეტია ხელისუფლება ელოდება პასუხს, როდის დაუშვებენ მის სპეცილისტებს ლაბორატორიაში. 

საქართველოში რიჩარდ ლუგარის სახელობის ცენტრის მონახულება  ჯერჯერობით ვერ ხერხდება,. ქართული მხარე ამ დრომდე არ რეაგირებს ჩვენს ნოტაზე, რომელიც 2019 წლის ივნისში გავგზავნეთ თხოვნით, მოგვცეს აუციელებლი განმარტებები შესაძლო ვიზიტთან დაკავშირებით. ჩვენ შეშფოთებულები ვართ, რომ ვაშინგტონი არ გვიხსნის, რითია დაკავებული უშუალოდ რუსეთის საზღვრის სიახლოვეს. ეს ბუნებრივია, შეუძლებელია არ იყოს გათვალისწინებული ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების მიმართულებით, - ნათქვამია განცხადებაში.

ოფიციალური მოსკოვის ამ განცხადებას ოფიციალური თბილისი ჩრდილოელი მეზობლის პოლიტიკურ სპეკულაციას უკავშირებს.  ლუგარის ლაბორატორიაში რუსი ექსპერტები ჯერ კიდევ ორი წლის წინ საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში იყვნენ მოწვეულები, თუმცა არ ჩამოვიდნენ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განმარტებით, ქართული მხარე მზად არის კიდევ ერთხელ მოიწვიოს ისინი, თუმცა მხოლოდ საერთაშორისო სპეციალისტებთან ერთად. 

 

ლუგარის ლაბორატორიის შესახებ რუსეთის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას განცხადებით გამოეხმაურა საქართველოში შეერთებული შტატების საელჩო. დიპლომატიური მისიისთვის რუსეთის ტყუილები შემაშფოთებელია.

არანაკლებ შემაშფოთებელია რუსეთის მხრიდან მიმდინარე დეზინფორმაციის კამპანია, მათ შორის სიცრუის შეთხზვა და მისი გავრცელება ლუგარის ცენტრთან დაკავშირებით, რომელმაც სასიცოცხლო მნიშვნელობის როლი შეასრულა საქართველოს ბრძოლაში კოვიდ 19-ის წინააღმდეგ. ამერიკის შეერთებული შტატები არ შეასუსტებს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ჩვენ კვლავ ვიმეორებთ ჩვენს მოთხოვნას: შეწყვიტოს რუსეთმა საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაცია, შეასრულოს 2008 წლის ვალდებულებები, გაიყვანოს თავისი ძალები და შეწყვიტოს საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების დაბლოკვა,- ნათქვამია აშშ-ს საელჩოს განცხადებაში.

 ქვეყნის ბიოუსაფრთხოებისთვის ლუგარის ლაბორატორიის მნიშვნელობაზე საუბრობენ ქართველი  პოლიტიკოსებიც. მათი აზრით, რუსული მხარის ბრალდებები კრემლის პოლიტიკის მავნებლური პროპაგანდის ნაწილი და შეთქმულების თეორიაა. 

რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრი საქართველოში 2011 წელს გაიხსნა.  დაფუძნების მომენტიდან ცენტრი რუსეთის მხრიდან საინფორმაციო თავდასხმის ობიექტი არაერთხელ გახდა

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი