
"ქართულმა ოცნებამ" ბათუმს ჩაუდო კორუფციონერი და მოძალადე მერი”- აცხადებს ენმ წევრი რეზო ხარაზი. ოპოზიციონერმა დღეს პროკურატურაში წერილი შეიტანა. საგამოძიებო ორგანოსგან ის ითხოვს ოფიციალურ წერილს, რამდენ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება არჩილ ჩიქოვანის მხრიდან სამსახურეობრივი მოვალეობის გადაცდომასთან დაკავშირებით, ასევე რამდენ სისხლის სამართლის საქმეზე არის ის დაკითხული და რა მოტივით შეწყდა ეს საქმეები.
რეზო ხარაზის განცხადებით, თუკი პროკურატურა ამ საქმეებს გამოაქვეყნებს, ცხადი ხდება რომ ქართული ოცნების მერობის კანდიდატი არის მოძალადე და კორუმპირებული.
ავტორი: თეა ვაშალომიძე