გერმანიის საპარლამენტო არჩევნებში სოციალ-დემოკრატები იმარჯვებენ

გამოქვეყნდა:

გერმანიაში საპარალამენტო არჩევნები დასრულდა. ფედერალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, არჩევნებში სოციალ-დემოკრატები იმარჯვებენ, რომლებმაც ხმების თითქმის 26% აიღეს.

24%-ით მეორე ადგილზეა მოქმედი კანცლერის, ანგელა მერკელის „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირისა“ და „ქრისტიან-სოციალური კავშირის“ ბლოკი;

მესამე ადგილზე კი "მწვანეთა პარტია" გავიდა.

ფედერალურ საარჩევნო კომისიას საბოლოო შედგების გამოსაქვეყნებლად რამდენიმე საათი სჭირდება.

პარლამენტის სრულიად დაკომპლექტების შემდეგ, დეპუტატები ქვეყნის ახალი მთავრობის ფორმირებასა და ახალი კანცლერის არჩევაზე მოლაპარაკებებს გამართავენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი