რომ არ ეშინოდეთ შედეგების, ამ სიბრიყვეებს ამ დოზით, ეს რეჟიმიც კი არ ილაპარაკებდა - ბოკერია IPSOS გლობალის კვლევებზე

გამოქვეყნდა:

რომ არ ეშინოდეთ შედეგების, ამ სიბრიყვეებს ამ დოზით, ეს რეჟიმიც კი არ ილაპარაკებდა - "ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია "მთავარი არხის" დაკვეთით ჩატარებული  IPSOS გლობალის კვლევის შედეგებს ეხმაურება და ამბობს, რომ ხელისუფლების მთავარი ტაქტიკა ახლა, ამომრჩევლების პასიურობაა:

"უტიფარ განცხადებებს იმიტომ აკეთებენ და ბრიყვულს, 2%-იც რომ ავიღოთ არ იქნება არჩევნები, ამიტომ გავიდნენ იმ ვალდებულებიდან, რომელიც თვითონვე აიღეს, ეშინიათ შედეგის. ეს არის მათი ტაქტიკა, რომ მოქალაქეებში უიმედობა დანერგონ" - ამბობს ბოკერია

კვლევა ჩატარებულია "მთავარი არხის" დაკვეთით. IPSOS-გლობალის მიერ გამოიკითხა არჩევნებში მონაწილეობის უფლების მქონე, შემთხვევითობის პრინციპით შერჩეული 1500 რესპოდენტი, პირდაპირი ინტერვიუს მეთოდით, 21 სექტემბრიდან 25 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში. მონაცემების ცდომილების ზღვარი პლუს-მინუს 3%-ია. ჩატარების მეთოდოლოგიას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი