
პრემიერმინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილის მტკიცებით, ქვეყანაში მშვიდი წინასაარჩევნო გარემოა და თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები ჩატარდება. ამ თემაზე მან მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
"ჩვენ აბსოლოტურად მშვიდ, თავისუფალ და დემოკრატიულ არჩევნებს ვპირდებით ჩვენ საზოგადოებას და არამხოლოდ, ჩვენ პარტნიორებს ყველას, ჩვენი მოტივაცია და ამბიციაა, რომ მართლაც სანიმუშო არჩევნები ჩავატაროთ ახლაც და ქვეყანამ გააგრძელოს მშვიდობიანი, სტაბილური განვითარება ისე, რომ შემდეგი სამი წელი ქვეყანაში აღარ იყოს შემდგომი რყევები, ქაოსი და დესტაბილიზაცია, რომელის მოწყობაც ჩვენ ოპონენტებს სურს.
რა თქმა უნდა, უყურებთ, რომ საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს აბსოლუტურად მშვიდ გარემოში", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, "ერთი-ორი გამონაკლისი" იყო, მაგალითად დმანისში მომხდარი დაპირისპირება, რაც სამწუხაროა. ღარიბაშვილის აზრით, დმანისში ენმ-ს მხარდამჭერების დაჭრა ოპოზიციის მიერ იყო პროვოცირებული.