
ჟურნალისტების კითხვას, მივა თუ არა გამოკითხვაზე, თუკი ნარკოტიკებთან დაკავშირებული ბრალდების გამო გიორგი გახარია უჩივლებს, ღარიბაშვილი ასე პასუხობს - ვის უნდა უჩივლოს? მე უნდა მიჩივლოს? არასწორ კითხვას სვამთ. არ არის საინტერესო.
როგორც ღარიბაშვილი ამბობს, ვისაც ბრალს სდებენ, "მან უნდა ამტკიცოს, არის თუ არა ნარკომანი". მისივე თქმით, "მოსახლეობას არ აინტერესებს ამა თუ იმ ადამიანის ნარკოდამოკიდებულება".