საბერძნეთში 6.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

გამოქვეყნდა:

რამდენიმე წუთის წინ ძლიერი მიწისძვრა მოხდა საბერძნეთში. 6.5 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგებმა კრეტას ადმინისტრაციული ერთეული, განსაკუთრებით კი ქალაქი ჰერაკლიონი დააზარალა.

ბერძნული მედიის ინფორმაციით, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, ტაძრები და საჯარო შენობები.

წინასწარი მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად 3 ადამიანია დაშვებული. გარდაცვლილთა შესახებ კი ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

საბერძნეთის მსგავსად, ბიძგები დაფიქსირდა თურქეთშიც. სეისმოლოგების განცხადებით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქი ჰერაკლიონიდან 24 კილომეტრში, მიწიდან 10 კილომეტრის სიღრმეში მდებარეობდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი