გამყოფ ხაზთან, ბოლო 2 თვის განმავლობაში დაფიქსირებულ ინციდენტებზე ერგნეთში რიგით 102-ე შეხვედრაზე მსჯელობენ.
მოლაპარაკებების მთავარი თემა მცოცავი ოკუპაცია და მშვიდობიანი მოქალაქეების უკანონო დაკავებებია.
ოფიციალური თბილისი დღესაც დააყენებს გენადი ბესტაევის უპირობო გათავისუფლების საკითხს, რომელიც ამ დრომდე საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში რჩება.
პარალელურად, სულ ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა რომ გატაცებულია საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, გელა გოჭოშვილს კრიმინალურ დანაშაულს ედავებიან, ახალგაზრდა მამაკაცი აგვისტოში აიყვანეს, თუმცა ფაქტს ხელისუფლება როგორც ჩანს მალავდა. გოჭოშვილი კასპის რაიონიდან არის, მას ოჯახი ახალგორში ჰყავს. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხება სწორედ ოკუპირებულ ახალგორში შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობას.