"ჩემზე ფიზიკურად იძალადეს პოლიციელებმა... ალყაში მომაქციეს" | ხმაური და დაპირისპირება 52-ე საარჩევნო უბანზე

გამოქვეყნდა:

ხმაური და დაპირისპირება დიღომში, 52-ე საარჩევნო უბანზე. არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ცესკოს დამკვირვებელს საარჩევნო უბანზე მარკირების სითხეები ჰქონდათ მიტანილი. მიტანილი ჰქონდათ ასევე კახა კალაძის პლაკატებიც.  

ფაქტი ოპოზიციის წარმომადგენლებმა აღმოაჩინეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. "ოცნების" წევრებმა ამის შემდეგ მარკირების სითხე ადგილიდან გააქრეს. უბანზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

ჩემზე ფიზიკურად იძალადეს პოლიციელებმა, ვუხსნიდი, რომ კანონს არღვევდნენ და მქონდა გადაღების უფლება, ლაივი მქონდა ამ დროს ჩართული. არ მახსოვს როგორ გამომათრიეს და გარეთ რომ გამოვედი, უკვე ვიგრძენი, რომ ჰაერის უკმარისობა მქონდა, ალყაში მომაქციეს, ვიღაცა იდაყვით მომაწვა და მერე აღარ მახსოვს, - ამბობს დაზარალებული.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი