
ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა, მოძრაობა "სირცხვილიას" ინიციატივით, ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომელიც თვითმმართველობის რეფორმებს ითვალისწინებს. პოლიტიკოსები ამბობენ, რომ მათი მიზანი მმართველობის დეცენტრალიზაცია და ძლიერი თვითმმართველობის დამკვიდრებაა.
მემორანდუმზე ხელის მოწერით მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ მხარს დაუჭერენ ყველა იმ ინიციატივას, რომელიც ხალხს პოლიტიკაში მონაწილეობის უფლებას დაუბრუნებს.
ძალიან მნიშვნელოვანი მემორანდუმია, ადგილობრივ თვითმართველობასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ფისკალური დეცენტრალიზაციის გარეშე შეუძლებელია ეფექტური და რეალური დემოკრატიის არსებობა ქვეყანაში, შესაბამისად ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, რომლის საფუძველიც აუცილებლად გახდება 2 ოქტომბრის რეფერენდუმი- ამბობს ენმ-ის თინა ბოკუჩავა
მოძრაობას სირცხვილიას წევრის შოთა დიღმელაშვილის თქმით კი მათთვის თვითმართველობის რეფორმა,არანაკლები მნიშვნელობისაა, ვიდრე პროპორციული არჩევნები, რადგან, მისი თქმით, ქვეყანაში თვითმართველობა ახლა საერთოდ არ არსებობს.