"ჩვენი გამარჯვებით დევნილების მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდება" | ანზორ მელია ზუგდიდში წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს

გამოქვეყნდა:

ზუგდიდის მერობის ოპოზიციის საერთო კანდიდატი ანზორ მელია ზუგდიდში წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს. დღეს ის ბარამიას ქუჩაზე არსებულ დევნილთა დასახლებაში იმყოფებოდა. 

სოხუმის დაცემის დღეს, ანზორ მელიამ კიდევ ერთხელ გაიხსენა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი დაღუპული ჯარისკაცები და გენოციდს შეწირული მშვიდობიანი მოსახლეობა. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს დევნილთა პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე.  

დღეს მძიმე დღეა, ყველამ ვიცით, რომ დღეს არის სოხუმის დაცემის და ოკუპაციის დღე. პატივი უნდა მივაგოთ ომში დაღუპულ მეომრებსა და მოსახლეობას, რომლებიც სულითა და გულით იცავდნენ თავიანთ სამშობლოს, ჩვენი გამარჯვებით, ჩვენი წინსვლით, მათი მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდება,- ამბობს ანზორ მელია.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი