წინასაარჩევნო მაქინაციებში ჩართული ქართული ჯარი | რითი აშანტაჟებს "ოცნება" სამხედროებს

გამოქვეყნდა:

პოლიტიკური დავალება ქართველი სამხედროებისთვის. "ქართული ოცნება" წინასაარჩევნო მაქინაციებში ჯარს რთავს. რიგითები, კაპრალები, სერჟანტები და ოფიცრები - ყველა, ვინც მმართველი პარტიის ერთგულებით გამოირჩევა, სამხედრო ნაწილიდან შვებულებაში მიდის.

2 ოქტომბრის არჩევნების წინ სამხედროებისთვის მიცემული დავალება მარტივი და კონკრეტულია - საკუთარ რეგიონში რაც შეიძლება მეტი მხარდამჭერის მობილიზება და საარჩევნო უბანზე მიყვანა. ხელისუფლების უმაღლესი პირები ბრალდებებს უარყოფენ, მაგრამ პირადი შემადგენლობისგან დაცლილი სამხედრო ბაზები და თავად ჯარისკაცების მონათხრობი ადასტურებს "ქართული ოცნების" ხელისუფლების დანაშულებრივ სქემას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი