ნიკა გვარამიას პასუხი შალვა ნათელაშვილს - "უკვე ღირსების საკითხია თქვენთან დამშვიდობება"

გამოქვეყნდა:

"უკვე ღირსების საკითხია, თქვენთან დამშვიდობება" - ასე მიმართავს "მთავარი არხის" დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერს, შალვა ნათელაშვილს Facebook-ზე. 

ეს არის ჩემი ბოლო კომუნიკაცია ბატონ შალვა ნათელაშვილთან, კომენტარი მის სამარცხვინო სტატუსზე.

პასუხსაც არ გაგცემთ, ბატონო შალვა. უკვე ღირსების საკითხია, თქვენთან დამშვიდობება. და ბავშვიყლაპია მე კი არ ვარ, თქვენ ხართ - 25 წელი რომ სამ ტანცუიუ სამ პაიუს აკეთებთ პარტიისგან, რომელიც ჯერ კიდევ 20 წლის წინ რეიტინგების ლიდერი იყო და დღეს, თქვენი ეგოცენტრიზმის გამო, ერთი მისხალით არ გაზრდილა. პირიქით, დიდი ტემპით და შეუქცევადად დეგრადირებს. სრულიად ცხადია, რომ სანამ არსებობთ მაგ პარტიაში, ბავშვი ყლაპიაც, დიდებყლაპიაც თქვენ ხართ, და პოლიტიკაში უკვე ქარიყლაპიად იქეცით ერთი და იგივე ტექსტების გამეორებით უკანასკნელი 20 წელის განმავლობაში და წარმატებას მხოლოდ სრულიად არასერიოზული აღქმის პერსონად საკუთარი თავის გამოძერწვაში მიაღწიეთ (არადა შეუძლებელია თქვენი ნიჭიერების არაღიარება). მაგრამ, ეს თქვენი არჩევანია. ჩემთვის გულდასაწყვეტი არჩევანი.

დღეს ედისონის კვლევები ქვეყნდება ფორმულაზე. დაველოდები შედეგებს. და თუ ეს შედეგები ჩვენსას დაემთხვევა, ან ბოდიშის მოხდას აირჩევთ, ან პოლიტიკური სახადი გახდებით. სხვაფრივ მშვიდობით მეყოლეთ. ნუ შეგეშინდებათ, თქვენს თხოვნა-მუდარა-შემოთავაზებენზე არსად არავისთან არასდროს არ ვისაუბრებ.

ps მეტი კომენტარი ჩემგან ბატონ ნათელაშვილზე აღარ იქნება. არ ვაპირებ, უღირსობას უღირსობით ვუპასუხო. ბოლოს კი შეგახსენებთ, რომ ქვემოთ მოყვანილ ვიდეოში მოლაპარაკე კაცი, ნათელაშვილის მოყვანილია პოლიტიკაში და საკრებულოს თავმჯდომარედ დასმული მოქალაქეთა კავშირთან ერთად, - წერს ნიკა გვარამია. 

ცნობისთვის, 26 სექტემბერს, "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "მთავარი აქცენტები" ლეიბორისტული პარტიის წევრმა და თბილისის მერობის კანდიდატმა მიხეილ ქუმსიშვილმა IPSOS-გლობალის კვლევების სიზუსტესა და დათვლის მეთოდოლოგიაში ეჭვი შეიტანა. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი