თქვენ შექმენით ეკონომიკური აპარტეიდი, სადაც ხეირობს მხოლოდ "ოცნების" პრივილეგირებულთა კასტა - პარლამენტში დებატები გრძელდება

გამოქვეყნდა:

პარლამენტში პოლიტიკური დებატები გრძელდება - პრემიერის გამოსვლის შემდეგ განცხადებებს უმრავლესობისა და ოპოზიციის დეპუტატები აკეთებენ.

ცოტა ხნის წინ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თინა ბოკუჩავამ კოვიდ 19-ის ინფექციის გავრცელებით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად გეგმა წარადგინა. აღნიშნული გეგმა არასრულწლოვნებზე 500, ხოლო სრულწლოვნებზე 1000 ლარიან დახმარებას გულისხმობს. დადგენილება მან პირადად პრემიერ-მინისტრს გადასცა, თუმცა დოკუმენტზე ხელის მოწერისგან გიორგი გახარიამ თავი შეიკავა.

მაშინ, როდესაც ასი ათასობით ადამიანი შიმშილს ებრძვის გაჩერებული ეკონომიკის პირობებში, საქართველოს მოქალაქეებს საქართველოს ხელისუფლებისგან არცერთი თეთრი დახმარების არ მიუღიათ. თქვენ ამ ქვეყანაში შექმენით ეკონომიკური აპარტეიდი, სადაც ხეირობს მხოლოდ და მხოლოდ "ქართული ოცნების" პრივილეგირებულთა კასტა, ხოლო დანარჩენს ადამიანებს სწირავთ შიმშლისთვის. ეს არის უნივერსალური დახმარების პაკეტი, რომელსაც გადმოგცემთ, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

პარლამენტის თავმჯდომარემ   ბოკუჩავას ურჩია, ვიდრე დადგენილებას პრემიერს გადასცემდა, განსახილველად ჯერ პარლამენტის წევრებისთვის წარედგინა. არჩილ თალაკვაძე, შესამჩნევი ირონიით, ოპოზიციონერი დეპუტატის მიერ შეთავაზებული დახმარების პაკეტის ბიუჯეტითაც დაინტერესდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი