
თბილისში ოპოზიციის საერთო მერობის კანდიდატი, ნიკა მელია ამბობს, რომ "ქართულ ოცნებას" გამარჯვების იმედი აღარ აქვს, თუმცა იმისთვის, რომ პარტია არ ჩამოიშალოს ვალდებული არიან, რომ ერთმანეთი გაამხნევონ.
"როდესაც ხელისუფლებას მოკავშირე აღარ ჰყავს, არც ქვეყნის შიგნით, არც ქვეყნის გარეთ, რა გასაკვირია, რომ აღარც აქვთ მათ გამარჯვების იმედი. ისინი ვალდებული არიან, გაამხნევონ საკუთარი პარტიის წევრები, რომ არ ჩამოიშალოს პარტიული ინფრასტრუქტურა, მაგრამ 5 დღის შემდეგ ამას როგორ მოახერხებენ, სიმართლე გითხრათ, არ ვიცი",-თქვა ნიკა მელიამ.
ცნობისთვის, გუშინ 27 სექტემბერს, "მთავარმა არხმა" Ipsos-ის წინასაარჩევნო კვლევის შედეგები გაავრცელა. კითხვაზე, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, ხვალ რომ თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს? გამოკითხულთა 35% "ქართულ ოცნებას" ასახელებს, 30% - ენმ-ს, 9% კი გახარიას პარტიას.
თვითმმართველობის არჩევნები ქვეყანაში 2 ოქტომბერს გაიმართება.