"არ გადავიქცეთ ცხოველების ფერმად" - "ევროპული საქართველოს" კლიპის პრეზენტაცია

გამოქვეყნდა:

"ევროპულმა საქართველომ" იუსტიციის სახლთან აქცია-პერფორმანსი გამართა და დიდ ეკრანზე წინასაარჩევნო კლიპის - "ბიძინა ივანიშვილის ცხოველების ფერმა გაუშვა".

როგორც პარტიის თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, საზოგადოება სწორედ ჯორჯ ორუელის "ცხოველების ფერმად" გადააქციოს.

"თქვენ ალბათ გახსოვთ, რომ თავის დროზე ბიძინა ივანიშვილმა საჯაროდ გამოუცხადა ქართულ საზოგადოებას, გამოგვიცხადა ჩვენ ყველას, რომ ქვეყნის მართვაში ძალიან გამოადგა ჯორჯ ორუელის ცნობილი ნაწარმოები ცხოველების ფერმა. ცხოველების ფერმა არის ნაწარმოები, რომელიც აღწერს საბჭოთა ამაზრზენ რეალობას სატირული ფორმით, სადაც ადამიანებს უნადგურებენ თავისუფალ ნებას, იმონებენ, ბოლომდე საფუძველს აცლიან მათ თავისთავადობას, უნარს რომ იმსჯელონ თავისუფლად, ამყოფებენ მუდმივ შიშში ნებისმიერი ალტერნატივისა და მთლიანად უკონტროლობენ ცნობიერებას", - თქვა გიგა ბოკერიამ.

მისივე თქმით, კამპანიის ფარგლებში პარტიის მხარდამჭერებმა გუშინ ღამით ქალაქში "ივანიშვილის ცხოველების ფერმის" რეჟიმის ამსახველი პლაკატები გააკრეს, თუმცა მათ პოლიცია ხელს უშლიდა.

"გუშინ ღამით, როცა ამ პოსტერებს აკრავდნენ ჩვენი აქტივისტები, ჩვენ ვნახეთ კიდევ ერთი დადასტურება, როგორ ანადგურებს ივანიშვილი ჩვენ სახელმწიფოს, როცა ჩვენი პოლიციის უზარმაზარი რესურსი მიმართული იყო თვალთვალზე და მცდელობაზე ხელის შეშლისა პოსტერების გაკვირსთვის", - თქვა ბოკერიამ. 

მისივე თქმით, "თბილსერვისა" გუშინდელი ღამიდან პოსტერების ჩამოხევა დაიწყო. ბოკერიამ მოქალაქეებს სოწრედ ის ვიდეო აჩვენა, რომლის QR კოდიც ქალაქში გაკრულ პოსტერებზე იყო დატანილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი