"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე, კოალიციურ მთავრობაზე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, ზურაბიშვილს კარგად ესმის, რა შედეგით დასრულდება 2 ოქტომბრის არჩევნები და ახლა ცდილობს, რომ "ქართულ ოცნებას" გაემიჯნოს.
"საქართველოს მომავალი, ეს კოალიციური მთავრობაა. ვფიქრობ, სალომე ზურაბიშვილმა ძალიან კარგად იცის, როგორი იქნება 2 ოქტომბრის არჩევნების შედეგები, ძალიან კარგად ესმის, როგორია მუხტი მოსახლეობაში და ამიტომ ცდილობს, გაითეთროს თავისი დამოკიდებულება და გაემიჯნოს ქართულ ოცნებას და ეს ნიშნავს იმას, რომ ქართული ოცნება სრულ იზოლაციაშია", - თქვა ხატია დეკანოიძემ.
ცნობისთვის, ფრანგულ "კვირის ჟურნალთან" ინტერვიუში სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ საქართველოში კოალიციური მთავრობა აუცილებელია.
ამავე თემაზე: