მონა აღარ არის პრეზიდენტი?! - ქადაგიშვილი ერთპარტიული მმართველობის დასრულებაზე

გამოქვეყნდა:

"მონა აღარ არის პრეზიდენტი?!" - ასე უპასუხა "ქართული ოცნების" დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტების კითხვას საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელმაც თქვა, რომ ქვეყანაში კოალიციური მმართველობა აუცილებელია.

როგორც ქადაგიძემ აღნიშნა, ერთპარტიული მმართველობა მხოლოდ ქართველი ხალხის გადაწყვეტილებით დასრულდება.

"მონა აღარ არის პრეზიდენტი?! გახსოვთ, თქვენი ტელევიზიები ამ პრეზიდენტს ეძახდნენ "ქართული ოცნების" და ბიძინა ივანიშვილის მონას. აღმოჩნდა, რომ თურმე ჩვენ მონებს კი არ ვუჭერთ მხარს ჩვენ რეალურ პოლიტიკოსებს ვუჭერთ [მხარს] ეს ერთი, მეორე, ერთპარტიული მმართველობა დასრულდება მხოლოდ ქართველი ხალხის გადაწყვეტილებით და ეს გადაწყვეტილება იქნება საპარლამენტო არჩევნებზე მიღებული, ამას გულისხმობს საქართველოს კანონი და კონსტიტუცია, ალბათ პრეზიდენტის ამას გულისხმობს", - თქვა ირაკლი ქადაგიშვილმა. 

სალომე ზურაბიშვილმა ფრანგულ "კვირის ჟურნალთან" (JDD) ინტერვიუში თქვა, რომ 9 წლის განმავლობაში სახელისუფლებო უმრავლესობის მიერ დაკომპლექტებული მთავრობის შემდეგ, ნათელია, რომ კოალუციური მთავრობა აუცილებელია. 

ამავე თემაზე: 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი