ბავშვებისთვის ყველაზე კარგი დაცვის საშუალება მისი გარემოცვის ვაქცინაციაა - გაბუნია

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ბავშვების მშობლებს სთხოვს, რომ მათი შვილების დასაცავად კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრან. ამ თემაზე მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ისაუბრა.

"ჩვენ დღეს მცირე ასაკის ბავშვებში ბუნებრივია ვაქცინაციაზე ვერ ვისაუბრებთ, ამდენად ყველაზე კარგი დაცვის საშუალება ბავშვისთვის არის მისი გარემოცვის ვაქცინაცია. ასე რომ მშობლებისთვის კიდევ ერთი მოწოდება და თხოვნა, რომ აიცრან თუკი ჯერ ეს არ გაუკეთებიათ, რადგან ჩვენთვის დღეს მნიშვნელოვანია ის, რომ სასკოლო გარემოში თავიდან ავიცილოთ ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესება და სკოლა რომელიც გაიხსნება, დარჩეს გახსნილი სტაბილურად მთელი სასწავლო წლის განმავლობაში", - თქვა თამარ გაბუნიამ. 

ცნობისთვის, საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, 4 ოქტომბრიდან სწავლა საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში განახლდება. აღდგება კერძო და საჯარო ბაღების მუშაობაც. ამავე თემაზე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი