
როგორ აპირებს "ქართული ოცნება" ამომრჩევლების ხმების გაყალბებას - ირკვევა, რომ ჩუღურეთის 22-ე საუბნო კომისიაში გადასატანი ყუთის სიის წარდგენა კანონდარღვევით მოხდა. ინფორმაციას და შესაბამის ვიდეომასალას არასამთავრობო ორგანიზაცია IPM-ჯორჯია ავრცელებს.
კადრებში კარგად ჩანს, როგორ იბარებს კომისიის თავმჯდომარე, "ოცნების" წარმომადგენლისგან ადამიანების პირად მონაცემებს. ჩვენი გადამღები ჯგუფი დეტალების გარკვევას საარჩევნო უბანზე შეეცადა, თუმცა რამდენიმე წუთში იქ "ქართული ოცნების" აგრესიული წარმომადგენელი გამოჩნდა და ჟურნალისტებს თავს დაესხა.