"ერთად ვიზეიმებთ 2 ოქტომბრის გამარჯვებას" | ხატია დეკანოიძე ქუთაისში ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობს

გამოქვეყნდა:

ქუთაისში, ოპოზიციის მერობის საერთო კანდიდატი ხატია დეკანოიძე მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. დღეს ის ამომრჩეველს ავტოქარხნის მაჟორიტარობის კანდიდატ ბესო ბრეგაძესთან ერთად შეხვდა და ქალაქის განვითარების სამომავლო გეგმები გააცნო. ისაუბრეს 2 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზეც.

ბოლო რამდენიმე დღეა დარჩენილი გამარჯვებამდე, ჩვენ ვხვდებით უამრავ ადამიანს და ყველას აქვს მხოლოდ ერთი განწყობა, რომ ეს იქნება გამარჯვება რეფერენდუმზე. ყოველდღე უამრავ ადამიანს ვხვდებით და ყველას კარგად აქვს გათვითცნობიერებული, რამდენად მნიშვნელოვანია 2 ოქტობრის რეფერენდუმი. ჩვენ სწორედ მათთან ერთად გავიმარჯვებთ და 3 ოქტომბერს უკვე მათთან ერთად ვიზეიმებთ 2 ოქტომბრის გამარჯვებას, -  ამბობს ხატია დეკანოიძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი