
გაშიფრულია დანაშაულებრივი სქემა, რომლითაც "ქართული ოცნება" არჩევნების გასაყალბებლად ემზადება. "მთავარმა არხმა" მოიპოვა დოკუმენტები, სადაც დეტალურად არის გაწერილი ხელისუფლების სამოქმედო გეგმა.
მმართველი გუნდი არჩევნებზე ხმების საჭირო რაოდენობის მოსაბილიზებლად საუბნო კომისიების წევრებთან და აგიტატორებთან კოორდინირებულად მოქმედებს. მოკლე ჩანაწერებიდან და დაბეჭდილი სიებიდან ჩანს, რომ მმართველი პარტიის წარმომადგენელი იღებს დავალებებს და მის გამოყენებას "ქართული ოცნების" სასარგებლოდ აპირებს.
ჩვენ მიერ მოპოვებული მონაცემები კარგად დამუშავებულია და საუბნო საარჩევნო კომისიებში იმ ამომრჩევლების სიებს ემთხვევა, რომლებიც 2 ოქტომბერს ხმას "ქართულ ოცნებას" აძლევენ.