დიდი დანაშაულის იაფფასიანი იუმორით გადაფარვის მცდელობა. მოქმედი მერი და არჩევნებზე სახელისუფლებო კანდიდატი მამის კარლო კალაძის თაღლითურ სქემაში შესაძლო მონაწილეობის ფაქტზე საუბარს გაურბის. არადა ბრალდებები კალაძის ისევე როგორც პრემიერმინისტრის სიმამრისა და ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრების მიმართ მძიმე და არაერთია.
რამდენიმე ოჯახის ტრაგედია მხოლოდ ერთ პირს, ბესო ფიფიას უკავშირდება, რომელსაც წლებია ხელისუფლების მაღალი ეშელონებიდან მფარველობენ. დანაშაულის კვალიც ხელისუფლების გავლენიან პირებამდე მიდის, რის გამოც პროკურატურა არაერთი საჩივრის მიუხედავად უმოქმედოა.
ორდენიძეებმა ეს განცხადება "მთავარ დებატებში" მას შემდეგ გააკეთეს, რაც თაღლითური სქემის ერთ-ერთი მონაწილე ბესო ფიფია ჯერ სტუდიაში თავის სამართლებად მივიდა, შემდეგ კი ისე გაიქცა, რომ ტელეკომპანიის კუთვნილი მიკროფონები წაიღო და თეა წულუკიანივით აღარ აბრუნებს. ფიფიას ეთერში მისვლის მიზეზი კი მარტივი იყო - როგორც ჩანს მას კონკრეტული დავალება ჰქონდა მიღებული, რომ ორდენიძეების მხრიდან დაწყებული მხილების ადრესატი კალაძისა და ივანიშვილი ოჯახის წევრებისგან ისრები სხვაგან გადაეტანა - მისია შეუსრულებელი დარჩა.
იხილეთ ასევე: