გოიმური ოპოზიციის წარმომადგენლებს პრემიერმა მასტერკლასი ჩაგიტარათ - კობახიძე

გამოქვეყნდა:

"მე ვიტყოდი, რომ ეს იყო არა ანგარიში, არამედ მასტერკლასი, რომელიც ჩაგიტარათ თქვენ, გოიმური ოპოზიციის წარმომადგენლებს პრემიერ-მინისტრმა", - ეს განცხადება პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ გააკეთა.

ირაკლი კობახიძემ პარლამენტში პრემიერის COVID 19-თან დაკავშირებული ანგარიშის შეფასებისას ხელისუფლების ოპონენტები კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.

სამწუხაროდ, ერთადერთი სუბიექტი, ვინც საერთო საზოგადოებრივი ერთიანობის მიღმა დარჩა, იყო რადიკალური ოპოზიცია, თავისი "ფეიქ" ტელევიზიებით. ერთადერთი, რითაც მათ გამოიჩინეს თავი, ეს იყო სრულიად უსაგნო კრიტიკა, – აღნიშნა კობახიძემ.

პრემიერს პარლამენტში გუშინ დილიდან უსმენდნენ. COVID 19-თან დაკავშირებული ანგარიშის მოსმენა 11 საათს გაგრძელდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ხელისუფლების ოპონენტებმა აღნიშნეს, რომ გიორგი გახარიასგან ბევრ კითხვაზე პასუხი ვერ მიიღეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი