
"ეს არის ყველაზე ბინძური პიარსტრატეგიის ფორმა... მოშე კლუგჰაფტი არის თაღლითი ამ ყველაფერთან ერთად", - ასე ეხმაურება "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი და დამფუძნებელი ნიკა გვარამია მოშე კლუგჰაფტის მიერ, "ქართული ოცნებისთვის" შემოშავებულ ზიზღის სტრატეგიას.
ეს მოშე კლუგჰაფტზე კი არ არის ეს ინფორმაცია, ეს არის "ქართულ ოცნებაზე". ჩვენთვის აქ მთავარი არის დამკვეთი, რომელიც არის ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნება"... ...ეს არის ყველაზე ბინძური პიარ სტრატეგიის ფორმა... მოშე კლუგჰაფტი ცნობილი თაღლითია პარალელურად, - ამბობს ნიკა გვარამია.
ის ხაზს უსვამს დოკუმენტში აღნიშნულ მინიშნებას, რომ "ბიძინა ივანიშვილმა პარტია ფორმალურად დატოვა".
მე ყველაზე საინტერესოდ პირველ სლაიდში მენიშნა მითითება, რომ ბიძინა ივანიშვილმა ფორმალურად დატოვა პარტია და პოლიტიკა. ფორმალურად, ამას მიაქციეთ ყურადღება. ეს არის მოშე კლუგჰაფტის ანგარიში, დაფუძნებული "ქართული ოცნების" ე.წ. "ინსაიდრულად" მიწოდებულ ინფორმაციაზე. ანუ, "ქართული ოცნება" პირდაპირ ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა ფორმალურად დატოვა პარტია და პოლიტიკა. ეს არის ჩემი აზრით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოხსნა, იმისა, რაც ხდება, - ამბობს ნიკა გვარამია.
იხილეთ ასევე: