გინახავთ, რომ ბარაკ ობამამ დონალდ ტრამპს უწოდა "სრული სულელი", ან მარკ ცუკერბერგი ტრაბახობს იმით, რომ აქვს "მილიარდობით მოპარული მონაცემების სრული კონტროლი"?  - თუ თქვენი პასუხია კი, მაშინ უნდა იცოდეთ, რომ თქვენ "დიპფეიკები" ნახეთ - წერს გამოცემა The Guardian.

რა არის "დიპფეიკი"

დიფფეიკი“ ანუ გაყალბებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ადამიანის გარეგნობის, სხეულის მოძრაობის, ლაპარაკის მანერისა და მიმიკის მიმბაძველი ტექნოლოგიაა, რომელზეც წვდომა ადრე მხოლოდ კინო-ინდუსტრიას ჰქონდა, დღეს კი უკვე ნებისმიერს შეუძლია მისი გამოყენება.

„დიპფეიკის“ ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი მსახიობი ემა უოტსონია, რომლის ციფრული თვითმარქვია სხვადასხვა პორნოსაიტზე გავრცელდა. ექსპერტები ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად სწორედ სექსუალური ხასიათის შანტაჟს მიიჩნევენ.

რა საფრთხეებს შეიცავს "დიპფეიკი"

The Guardian წერს, რომ ექსპერტებისთვის ეს ციფრული ტექნოლოგია საერთაშორისო უსაფრთხოების ახალი გამოწვევაა, რადგან ამ მეთოდით თქვენ ნებისმიერ პოლიტიკოსს შეგიძლიათ ათქმევინოთ ის, რაც გსურთ. გარდა ამისა, "დიპფეიკ" ტექნოლოგიას შეუძლია, შექმნას დამაჯერებელი, მაგრამ მთლიანად გამოგონილი ფოტოები ნულიდან.

აღსანიშნავია, რომ თუ დეზინფორმაციის გამავრცელებელი სააგენტოები და ტროლ-ქარხნები ადრე ფოტოების გაყალბებით კმაყოფილდებოდნენ, ახლა მათ შეეძლებათ, ვიდეოები შექმნან, რაც ცრუ ინფორმაციას კიდევ უფრო ადვილად დააჯერებს მომხმარებლებს.

"დიფფეიკის" კიდევ ერთი მიზანია, პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ სექსუალური შინაარსის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოყენება. პოლიტიკოსები მას ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღიდან პოლიტიკური ოპონენტების შანტაჟისათვის იყენებენ. 

ბექა ყორშიას სიუჟეტი: რა არის დიფფეიკი, ანუ გაყალბებული ვიდეო

არჩევნებამდე 1 კვირაზე ნაკლები დარჩა, „ქართული ოცნება“ პოლიტიკური და მორალური კრიზისის პიკშია. ირკვევა, რომ ბიძინა ივანიშვილი ძალაუფლების შესანარჩუნებლად ყველაზე ბინძური ხერხების გამოყენებას არც ამჯერად ერიდება. 

"მთავარი არხის" მიერ ექსკლუზიურად მოპოვებული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ სპეციალურად მოწვეული პიარ-ტექნოლოგის, მოშე კლუგჰაფტის სტრატეგიაში 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის ერთ-ერთი მეთოდი გასამარჯვებულად "დიფფეიკების" გამოყენებაა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი