ღარიბაშვილი დღეს აზერბაიჯანში ჩავა და ილჰამ ალიევს შეხვდება

გამოქვეყნდა:

პრემიერმინისტრი ღარიბაშვილი დღეს, 29 სექტემბერს სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანში ჩავა. მას შეხვედრა პრეზიდენტ ალიევთან აქვს დაგეგმილი. 

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრის შემდეგ, პრეზიდენტი ალიევი საქართველოს მთავრობის მეთაურს, დელეგაციის წევრებთან ერთად, სამუშაო სადილზე უმასპინძლებს. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრების თავმჯდომარეობით, ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა გაიმართება, რომლის დასრულების შემდეგ, თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმები გაფორმდება.

ღარიბაშვილის განცხადებით, უახლოეს მომავალში სომხეთშიც აპირებს ჩასვლას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი