
თელავში "ნაციონალური მოძრაობის" მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატებს ბანერები დაუზიანეს. გიორგი ბოტკოველისა და გიგი გიგიტელაშვილის საარჩევნო-სააგიტაციო მასალას შავი საღებავი დაასხეს, ნაწილი დახიეს.
პარტიაში პასუხისმგებლობას მმართველ ძალას აკისრებენ და ამბობენ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც "ქართული ოცნების" დაქირავებული აქტივისტები ოპოზიციის კუთვნილ ბანერებსა და პლაკატებს ანადგურებენ.
ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ხელშეუხებლობის გარანტიებს ოცნების აქტივისტები ადგილობრივი პოლიციისგან იღებენ.
ავტორი: ია გულიაშვილი