
გადამწყვეტ არჩევნებამდე 2 დღით ადრე "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ამომრჩეველს მიმართავს და ეუბნება რომ ერთიანი ოპოზიცია მათ მრავალფეროვნებასა და მრავალპარტიულობას სთავაზობს.
ოპოზიური პარტიების ერთობლივ შემაჯამებელ ბრიფინგზე ნიკა მელიამ აღნიშნა, რომ ამ ქვეყნის ხსნას კოალიციურ მმართველობაში ხედავს.
"ჩვენ ვთავაზობთ საზოგადოებას მრავალფეროვნებას. ჩვენ არ ვეუბნებით საზოგადოებას, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება უნდა ჩანაცვლდეს ერთპარტიული, რომელიმე სხვა მმართველობით. ჩემი პირადი და "ნაციონალური მოძრაობის" პოზიციაა, რომ ამ ქვეყნის ხსნა და უებარი გამოსავალი ამ ეტაპზე არის მრავალფეროვნება და კოალიციური მმართველობა",- თქვა ნიკა მელიამ.
ცნობისთვის, გადამწყვეტ არჩევნებამდე 2 დღით ადრე ოპოზიური პარტიების ერთობა ერთობლივ და შემაჯამებელ პრესკონფერენციას მართავს.