160 მილიონი ლარი ბოლო შვიდი წლის განმავლობაში „ოცნების“ შემომწირველ კომპანიას

გამოქვეყნდა:

„ქართული ოცნების“ შემომწირველმა კომპანიამ ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ბიუჯეტიდან 160 მილიონი ლარი მიიღო.

„ფლანგვის დეტექტორის“ ინფორმაციით, 2017 წელს თბილისის მერის არჩევნების პერიოდში შპს „ჯეუ გრუპის“ მფლობელებმა მმართველ პარტიას 50 ათასი ლარი შესწირეს. მას შემდეგ, რაც კახა კალაძემ არჩევნებში გაიმარჯვა, მერიამ კომპანიასთან 73 ათასი ლარის ხელშეკრულებები გააფორმა.

მოგვიანებით, „ჯეუ გრუპი“ კახეთის გზატკეცილის უხარისხო სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო მერმა საჯაროდ გააკრიტიკა, თუმცა 2019 წელს კომპანიამ უკონკურენტო ტენდერში გამარჯვებით ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის 8–მილიონიანი შეკვეთა მაინც მიიღო.

ის, რომ ეს კომპანია ამ რაოდენობის ტენდერებს იგებს სახელმწიფოსგან, თავაც უტენდეროდ ხშირ შემთხვევაში, მათ შორის, ჭავჭავაძეზე, იმიტომ ხომ არ არის ეს განპირობებული, რომ ეს კომპანია არის მმართველი გუნდის შემომწირველი და შესაბამისად, მასთან დაახლოებული პირების კომპანია, აღნიშნული საკითხი იმსახურებს სახელმწიფო უწყებების ყურადღებას, - განაცხადა "ფლანგვის დეტექტორის" მკვლევარმა დავით მჟავანაძემ.

ჭავჭავაძის გამზირი 2020 წლის გაზაფხულზე უნდა დასრულებულიყო, თუმცა გზა ხელახლა გადათხარეს და სამუშაოების დასრულების ვადად ივლისს ბოლო სახელდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი