პაპუაშვილს არ ჰგონია, რომ პრეზიდენტი მიხეილ სააკშვილს შეიწყალებს 

გამოქვეყნდა:

არ მგონია, რომ პრეზიდენტმა ამ საკითხთან დაკავშირებით მიიღოს შეწყალების გადაწყვეტილება - ამბობს შალვა პაპუაშვილი გავრცელებულ მოსაზრებასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს.

„საქართველოს სამი ინსტანციის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ორ საქმეზე განაჩენი გამოიტანა. სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე მას სამი წელი აქვს მისჯილი. ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე მისჯილი აქვს ექვსი წელი. გარდა ამისა, სასამართლო განხილვის პროცესშია 8 მილიონის გაფლანგვისა და „იმედის" საქმე. იმედი მაქვს, რომ ამ ქვეყანაში არ არსებობს ადამიანების ჯგუფი, ვისაც ექნება კითხვის ნიშანი უნდა აღსრულდეს თუ არა სანდრო გირგვლიანისა და ვალერის გელაშვილის საქმეებზე გამოტანილი განაჩენები", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამავე თემაზე:

ვარაუდობენ, რომ შეიძლება, ქალბატონმა ზურაბიშვილმა შეიწყალოს ბატონი სააკაშვილი - მელია 
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი