
ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი კოალიციურ მთავრობასთან დაკავშირებით პრეზიდენტის განცხადებას Twitter-ზე ეხმაურება და წერს, რომ მომდევნო კვირებში მისი როლი შესაძლოა გადამწყვეტი იყოს.
"მნიშვნელოვანი განცხადება საქართველოს პრეზიდენტისგან. მისი როლი შესაძლოა, მომდევნო კვირებში გადამწყვეტი იყოს", - წერს ევროპარლამენტარი.
სალომე ზურაბიშვილმა ფრანგულ "კვირის ჟურნალთან" (JDD) ინტერვიუში თქვა, რომ 9 წლის განმავლობაში სახელისუფლებო უმრავლესობის მიერ დაკომპლექტებული მთავრობის შემდეგ, ნათელია, რომ კოალიციური მთავრობა აუცილებელია.