თუ სააკაშვილი გაბედავს საქართველოში ჩამოსვლას, ეს იქნება შეთანხმებული "ოცნებასთან" - გახარია

გამოქვეყნდა:

"ეს ზღაპრები არის "ოცნების" მიერ მოგონილი ზღაპარი, რომელსაც აგორებენ იმისთვის, რომ თავისი მომხრეების მობილიზება მოახდინონ" - ყოფილი პრემიერი, პარტია "საქართველოსთვის" დამფუძნებელი, გიორგი გახარია საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჩამოსვლასა და "ქართული ოცნების" მიზნებს შორის ლოგიკას ხედავს და ამბობს, რომ თუ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა, ეს იქნება "ოცნებასთან" შეთანხმებული. 

გახარიას პროგნოზით, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ "ოცნება" მას ამნისტიას შეახებს.  

"სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა, ეს რაღაც "ფეიკ რაღაცის დადება" შეხედეთ, ეს ზღაპრები, ეს არის "ოცნების" მიერ მოგონილი ზღაპარი, რომელსაც აგორებენ იმისთვის, რომ თავისი მომხრეების მობილიზება მოახდინონ. ამის იქით აქ არაფერი არ არის. თუ სააკაშვილი საერთოდ გაბედავს საქართველოში ჩამოსვლას ეს იქნება შეთანხმებული "ოცნებასთან". ნებისმიერ შემთხვევაში, ისევე, როგორც მელია, ესენი უნდა იყვნენ ციხეში. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ესენი დღეს რას ამბობენ. უბრალოდ "ოცნებას" დასჭირდა მაშველი რგოლი, რომ ადამიანები შეაშინონ და აშინებენ ამით. 

ეს ორი ძალა ერთმანეთს ასაზრდოებს და როგორც კი საჭირო ხდება, გამოჩნდება აჩრდილი რაღაც. არავინ არ არის დღეს. მისი პოლიტიკური რეპუტაცია არის ნული. ერთადერთი მნიშვნელობა თუ რაიმე აქვს, აქვს  "ოცნებისთვის" და გამოაძრობენ ხოლმე, როცა გაუჭირდებათ. 

ორი ოფცია არსებობს აქ: პირველი თუ მოხდა სასწაული ოცდამერვეჯერ, რა თქმა უნდა, მისი ადგილი ციხეშია, რა თქმა უნდა, მე დარწმუნებული ვარ, რომ "ოცნებასთან" შეთანხმებულია და რაც მოხდება ამის შემდეგ და "ოცნება" რასაც იკადრებს, ზუსტად იგივე, მელიას რასაც გაუკეთა ამნისტია, აგერ ნახავთ ყველანი ერთად",- ამბობს გიორგი გახარია. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ 2 ოქტომბრის საღამოსთვის აიღო ბილეთი კიევი-თბილისის რეისზე და ბილეთის ჯავშნის ფოტო გამოაქვეყნა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი