ვიხილეთ საკმაოდ იმედგაცრუებული ოპოზიციური ფლანგი - თეა წულუკიანი

გამოქვეყნდა:

"ვიხილეთ საკმაოდ იმედგაცრუებული ოპოზიციური ფლანგი", - ეს განცხადება იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გააკეთა.

მინისტრი პარლამენტში COVID 19-თან დაკავშირებით პრემიერის ანგარიშს და ოპოზიციის შეფასებებს გამოეხმაურა. წულუკიანის თქმით, ხელისუფლების ოპონენტებს სურდათ, რომ კორონავირუსს ქვეყნისთვის სერიოზული ზარალი მიეყენებინა.

მათ ჰქონდათ მოლოდინი, რომ კორონა აჯობებდა ქვეყანას და დღეს იყვნენ აბსოლუტურად იმედგაცრუებულები, რომ ეს ასე არ მოხდა. ჰქონდათ ნატვრა, რომ კორონათი დაზიანებული ქართველი ხალხი შემოუტრიალდებოდა საკუთარ ხელისუფლებას და ამით იხეირებდნენ, ეს არ მოხდა და იყვნენ ძალიან მძიმედ, - განაცხადა წულუკიანმა.

პრემიერს გუშინ დეპუტატები 11 საათის განმავლობაში უსმენდნენ. ხელისუფლების ოპონენტების შეფასებით, ანგარიშის წარდგენის მიუხედავად, საკმაოდ ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა დარჩა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი