თბილისობაზე სადღესასწაულო ღონისძიებები წელსაც არ იქნება

გამოქვეყნდა:

თბილისობაზე სადღესასწაულო ღონისძიებები წელსაც არ გაიმართება - მერმა კალაძემ ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა

"წელსაც გვაქვს იგივე პრობლემა არსებული პანდემიიდან გამომდინარე, დღესაც ვებრძვით ამ უხილავ მტერს, რომელსაც კორონავირუსი ჰქვია, შესაბამისად, ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი გახლავთ ადამიანის ჯანმრთელობა, სიცოცხლის უსაფრთხოება და ამიტომ ამ პანდემიიდან გამომდინარე ვერც წელს გავმართავთ სადღესასწაულო ღონისძიებებს", - თქვა კახი კალაძემ.

კალაძის თქმით, იქნება საპატიო თბილისელების დაჯილდოვების ცერემონია და კონცერტი, რომელიც პირდაპირ ეთერში გაშუქდება.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი