თურქეთში კაცი მაშველებთან ერთად საკუთარ თავს ეძებდა

გამოქვეყნდა:

თურქეთში კაცი მაშველებთან ერთად საკუთარ თავს ეძებდა - ადგილობრივი მედიის ცნობით, ბურსას პროვინციაში მცხოვრები 50 წლის ბეიჰან მუთლუ სამშაბათს უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნიეს და მასზე ძებნაც გამოაცხადეს. 

დაკარგულს მოხალისეების ჯგუფი ეძებდა, როცა მათ ერთი კაცი მიუახლოვდა, იკითხა, რა ხდებოდა და სამძებრო სამუშაოებში ჩაერთო. ყველაფერი მაშინ გაირკვა, როცა სამძებრო ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა მისი სახელი ხმამაღლა იმ იმედით დაიძახა, რომ ტყის სიღრმეში დაკარგულს შეიძლება გაეგო.

"აქ ვარ!" – გამოეპასუხა მას "დაკარგული კაცი", რომელიც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო.

თურქული მედია წერს, რომ კაცი პოლიციამ გამოკითხა და სახლში წაიყვანა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი