
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი Facebook-ზე ევოპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის სურვილი, საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით, ქვეყნის ინტერესებს არ ემსახურება.
მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ მოუწოდო ვინმეს, არ დაბრუნდეს ქვეყანაში ამორალურია.
სანამ მედიაციის ახალ რაუნდზე დავიწყებთ საუბარს, იქნებ დაასრულოთ პირველი მედიაცია, საიდანაც ივანიშვილი გავიდა. რაც შეეხება ჩემს გადაწყვეტილებას, როგორც არაერთხელ აღვნიშნე, ხმის მიცემის დასრულებამდე არ ვგეგმავ ფიზიკურად გამოჩენას, თუმცა, ვფიქრობ, მოუწოდო ვინმეს, არ დაბრუნდეს თავის ქვეყანაში, სულ მცირე, ამორალურია, - წერს მიხეილ სააკაშვილი.
ცნობისთვის, ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის სურვილს, ჩავიდეს თავის ქვეყანაში, პატივს სცემს, თუმცა ახლა ეს საქართველოს ინტერესებს არ ემსახურება. მისივე განცხადებით, ევროკავშირს არ აქვს რესურსი და სურვილი, რომ მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის შემთხვევაში, ქვეყანაში შექმნილ კრიზისში შუამავლად ჩაერთოს.