
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, რომ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფუძველი არ არსებობს.
სამხარაძის განმარტებით, თემასთან დაკავშირებით განხილვები ყოველდღიურად მიმდინარეობს და აფასებენ რამდენად ასრულებს ესა თუ ის ქვეყანა უვიზო მიმოსვლის სარგებლობისთვის ნაკისრ ვალდებულებებს, როგორც სამხარაძე ამტკიცებს, ამ კუთხით საქართველოს "საქმე ძალიან კარგად აქვს".
არანაირი საფუძველი იმისა, რომ საქართველოს უვიზო მიმოსვლა შეუჩერდეს არ არსებობს. ეს განხილვები, როგორც იცით, ყოველდღიურად მიმდინარეობს ხოლმე, ფასდება ამა თუ იმ ქვეყნის პროგრესი და ის თუ როგორ ასრულებს ესა თუ ის ქვეყანა, უვიზო მიმოსვლის სარგებლობისთვის ნაკისრ ვალდებულებებს, ამ შემთხვევაში საქართველოს საქმე აქვს ძალიან კარგად, პოლიტიკური მოცემულობა ამ ქვეყანაში არის ჩვეულებრივი, - თქვა ნიკოლოზ სამხარაძემ.
ცნიბისთვის, გამოცემა eubserve.com-მა დღეს, 29 სექტემბერს, გერმანიის საემიგრაციო დეპარტამენტთან დაყრდნობით, სტატია გაავრცელა, რომლის თანახმადაც ირკვევა, რომ ევროკავშირში, საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა სიმრავლისა და მათ მიერ ჩადენილი კრიმინალური შემთხვევების გამო, უვიზო მიმოსვლას საფრთხე ემუქრება.
იხილეთ ასევე: