ბაგებისა და უნივესტიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი ესტაკადა | მორიგი წინასაარჩევნო დაპირება კალაძისგან

გამოქვეყნდა:

არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, მოქმედმა მერმა და თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ მორიგი წინასაარჩევნო დაპირება გასცა. კალაძემ ბაგებისა და უნივესტიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი ესტაკადის მშენებლობა დააანონსა. თუმცა, კონტრაქტი დაქირავებულ კომპანიასთან, მერიამ 2021 წლის მარტში გააფორმა, სამუშაოები კი 6 თვის შემდეგაც კი არ დაწყებულა.

კომპანია, რომელმაც აღნიშნული სამუშაოები უნდა ჩაატაროს და ბიუჯეტიდან 28 მილიონ ლარზე მეტი მიიღოს, "ქართული ოცნების" აქტიური შემომწირველია, რომლემაც მმართველ პარტიას არჩევნებზე 59 ათას ლარამდე შესწირა.

ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, კალაძე საარჩევნოდ კონკრეტული დაპირებების გაცემას ცდილობს და საუბრობენ კორუფციულ ნიშნებზე, რაც მისთვის დამახასიათბელია, რათა მათივე შემომწირველების ტენდერებიდან ფული მიიღოს. 

ოპოზიციური პარტიის წევრების თქმით, მძიმეე ეკონომიკური კრიზისის ფონზე თბილისის მერი, ხალხზე, მის მოქალაქეებზე და არა ახალ კომფორტულ ოფისზე. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი