ოპოზიციას გეგმა მზად აქვს და მოქმედებისთვის ემზადება - ხელისუფლების ოპონენტების მთავარი ტაქტიკური მიზანი გაყალბების ყველა მცდელობის აღკვეთაა. სწორედ გაყალბებაა ერთადერთი შესაძლებლობა "ქართული ოცნებისთვის" გადალახოს 43-პროცენტიანი ბარიერი.
რეფერენდუმად ქცეულ არჩევნებზე ამომრჩევლის აქტივობა იქნება გადამწყვეტი ფაქტორი, რომელთან ერთადაც ოპოზიციის ლიდერების მოქმედებები დაბლოკავს "ქართული ოცნების" ყველა თაღლითურ სქემას.
შემდეგ კი ოპოზიცია გეგმავს დასავლეთიდან "ოცნების" ხელისუფლებაზე ზეწოლის პირობებში საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას მიაღწიოს.