ამერიკის საელჩო ბორდერიზაციასა და რუსეთიდან ლუგარის წინააღმდეგ მიმართულ დეზინფორმაციას გმობს

გამოქვეყნდა:

ლუგარის ცენტრის წინააღმდეგ მიმართულ რუსულ კამპანიას, ასევე რუსეთის მიერ უკანონო ბორდერიზაციის პროცესს საქართველოში აშშ-ის საელჩო გამოეხმაურა.

საელჩოს განცახდებაში ნათქვამია, რომ რუსეთის მხრიდან ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებული დეზინფორმაციული კამპანია შემაშფოთებელია, რადგან ამ ლაბორატორიამ სასიცოცხლო მნიშვნელობის როლი შეასრულა  COVID 19-თან ბრძოლაში.

რაც შეეხება ბორდერიზაციას, საელჩო აცხადებს, რომ ეს პროვოკაციული პროცესია, რომელსაც რუსეთისგან მართული უშიშროების ძალები  12 ქართული სოფლის მიმდებარედ ახორციელებენ.

შეწყვიტოს რუსეთმა საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაცია, შეასრულოს 2008 წლის ვალდებულებები, გაიყვანოს თავისი ძალები და შეწყვიტოს საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების დაბლოკვა, - ნათქვამია შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი