
"დადგა დრო, გავიმარჯვოთ... ჩემს ახლო მეგობარს, კობა ნაყოფიას, ჩემგან მხარდაჭერა" - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კობა ნაყოფიას წარდგენის ღონისძიებაზე გავრცელებულ მიმართვაში საუბრობს.
კობა უღალატო და უმაგრესი მეგობარია და კობამ გადაწყვიტა სენაკის მერობა. ეს არ არის პოლიტიკური ტრიუკი, ჩვენ ყველა ვარიანტში გვექნება პარლამენტში რიგგარეშე არჩევნები. კობას არ უნდა, ამ შემთხვევაში, პარლამენტში წასვლა. მას მართლა უნდა აიღოს ეს ადგილი საქართველოში, ჩემი დედულეთი და განავითაროს. იმიტომ რომ ასე მოხდა, რომ სენაკი საქართველოსთვის თამაშგარე მგრომარეობაში რჩებოდა ხოლმე, და ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ კობა მანდ იყოს გამარჯვებული. ეს არის ასევე რეფერენდუმი. ჩვენ აუცილებლად დავამარცხებთ ამათ, ეს ხალხი, ვინც საქართველო ამ მდგომარეობამდე მიიყვანა, აუცილებლად უნდა წავიდეს ხელისუფლებიდან, სხვა შანსი არ გვაქვს, ეს არის ბოლო წერტილი საქართველოს ყოფნა-არ ყოფნის. ვის თუ არა თქვენ, გესმით, თუ რას ნიშნავს საქართველოს გვერდით დგომა ყველაზე გადამწყვეტ მომენტში. დადგა დრო, როცა ასეთმა ადამიანებმა ყველამ ჩვენ ერთად გავიმარჯვოთ. ჩემს ახლო მეგობარს კობა ნაყოფიას ყველანაირად ჩემგან მხარდაჭერა და იმედი მაქვს თქვენგანაც მხარდაჭერა ექნება. აბა თქვენ იცით, - ამბობს მიხეილ სააკაშვილი.