ყველაზე მეტად გაუფორმებელი თანამშრომლები და თვითდასაქმებულები დაზარალდნენ – ადამიანის უფლებათა ცენტრი

გამოქვეყნდა:

მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც შემოსავლისა და სამსახურის გარეშე დარჩინილებს ვერ ეხმარება - ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტები გეგმაში არსებულ ხარვეზებზე საუბრობენ.

ორგანიზაციის წარმომადგენლის განმარტებით, სახელმწიფო ვერ ახერხებს თვითდასაქმებულთა ზუსტ აღრიცხვას.

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის ალექსანდრე მერებაშვილის ინფორმაციით, დამსაქმებელთა ნაწილი სახელმწიფოს დასაქმებულთა რაოდენობას არ აჩვენებს და შესაბამისს საშემოსავლო გადასახადს არ იხდის.

მთავრობამ დააგვიანა ამ გეგმის წარდგენა. რეალურად, დახმარება მიიღეს იმ ადამიანებმა, რომლებსაც ეს არ სჭირდებოდათ და ვერ მიიღეს მათ, რომლებსაც ეს ძალიან სჭირდებოდათ, - ამბობს ალექსანდრე მერებაშვილი.

იურისტის განმარტებით, სწორედ ამიტომ ყველაზე მეტად დაზარალდნენ გაუფორმებელი თანამშრომლები და თვითდასაქმებულები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი