
ოცნება "მთავარ არხს" ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში უჩვის. საქმე ეხება ჩვენი ტელევიზიის ეთერში გასულ, მოშე კლუგჰაფტის სტრატეგიას, რომელიც სპეციალურად ხელისუფლებისთვის დაიწერა, თუმცა მმართველი გუნდისთვის ეს ინფორმაცია, როგორც თავად უწოდებენ- ფეიკია.
ქართულ ოცნებაში ამტკიცებენ, რომ მსგავსი შინაარსის სლაიდები არც უცხოელ და არც ქართველ პიარ-კონსულტანტებს მოუმზადებიათ.
"გადაცემის მთავარი მიზანი „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტი პოლიტიკოსის, გიორგი გახარიას რეპუტაციის გადარჩენა და მის შესახებ გავრცელებული კონკრეტული ინფორმაციის წინასწარ მომზადებულ დეზინფორმაციად წარმოჩენა იყო“ აცხადებენ "ოცნებაში"