
აჭარაში ქართული ოცნება მრავალი მეთოდით ცდილობს მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნების გაყალბებას, თუმცა ერთ-ერთი მთავარი ბერკეტი ე.წ კარუსელია- აცხადებენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, რომლებმაც დღეს ბათუმში შემაჯამებელი ბრიფინგი გამართეს.
ოპოზიციონერები ამბობენ, რომ მმართველი გუნდი აპირებს ე.წ კარუსელის დატრიალებას, რისთვისაც აგროვებს იმ ადამიანების შესახებ მონაცემებს, რომლებიც არჩევნებზე მისვლას არ აპირებენ.
ოპოზიცია მოუწოდებს მოქალაქეებსა და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინონ უბნებზე და მკაცრად გააკონტროლონ საარჩევნო სიები.
ავტორი: თეა ვაშალომიძე