შსს-ში ვახტანგ გომელაური ნინო ლომჯარიას შეხვდა

გამოქვეყნდა:

შსს-ს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა სახალხო დამცველთან - ნინო ლომჯარიასთან შეხვედრა გამართა.

"შეხვედრაზე მხარეებმა წინასაარჩევნო პერიოდში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ისაუბრეს და ბოლო დროს დაფიქსირებული ინციდენტები განიხილეს.

შინაგან საქმეთა მინისტრმა და სახალხო დამცველმა საარჩევნო პერიოდში შესაძლო დარღვევებზე ინფორმაციის გაზიარების და მყისიერი რეაგირების მიზნით აქტიური თანამშრომლობისთვის მზაობა გამოთქვეს." - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი