მოსყიდვა, თავდასხმა, მუქარა, ზეწოლა, ადმინისტრაციული რესურსი - NGO-ების შუალედური ანგარიში

გამოქვეყნდა:

თავდასხმები, ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირებები, ბანერების დაზიანება,  საჯარო დაწესებულებებიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და ამომრჩევლის მოსყიდვა - არასამთავრობო  ორგანიზაციები  2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის მე-2 შუალედური ანგარიშის შედეგებს აქვეყნებენ.

​ანგარიშში ყურადღება შემდეგ პრობლემებზე მახვილდება:

"2 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო კომისიები ახლებური წესებით, პირველ ჯერზე მაღალი კვორუმის პრინციპით დაკომპლექტდა. საოლქო კომისიის დროებითი წევრების ნახევარი ხელისუფლებასა ოპოზიციას შორის შეთანხმების საფუძველზე დაინიშნა. მართალია, ზოგიერთმა ოპოზიციურმა პარტიამ არ მიიღო მონაწილეობა კენჭისყრის პროცესებში, პრაქტიკა ადასტურებს, რომ კონსესუსზე ორიენტირებული მიდგომით გადაწვეტილებების მიღება შესაძლებელია. აღსანიშნავია, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების პროცესში, ოლქის და უბნის დონეზე, კანდიდატთა შერჩევა უაღრესად მოკლე ვადებში მიმდინარეობდა, რამაც ხელი შეუშალა პროცესების სათანადოდ წარმართვას. საიას შეფასებით, პროცესის გაუმჯობესების მიზნით, აუცილებელია, გადაიხედოს საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების ვადები.

საიამ აღირცხა როგორც „ქართული ოცნების“, ისე ზოგიერთი ოპოზიციური პარტიისა და დამოუკიდებელი კანდიდატის სასარგებლოდ ამომრჩევლის მოსყიდვის, აგიტაციაში უკანონო მონაწილეობისა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შემთხვევები. ამასთან, გამოწვევად რჩება ხელისუფლების პროექტების პერსონოფიცირება და პარტიასთან აფილირება, რაც შლის ზღვარს სახელმწიფოს და პარტიას შორის.

არჩევნების მოახლოებასთან ერთად, წინასაარჩევნო გარემო უფრო დაძაბული გახდა. ორგანიზაციისთვის ცნობილი გახდა რამდენიმე თავდასხმის, ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირების ფაქტი. იყო ზეწოლისა და მუქარის სავარაუდო შემთხვევებიც. ეს საქმეები სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. საია სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს ფაქტები სრულად გამოიძიოს, პროცესი ობიექტურად და გამჭვირვალედ წარმართონ.

აღსანიშნავია საარჩევნო სუბიექტებობის კანდიდატების ბანერებისა და პლაკატების დაზიანების შემთხვევებიც, რომლის მსხვერპლი ბევრჯერ გახდა როგორც მმართველი პარტია, ისე ოპოზიცია. 

საანგარიშო პერიოდიდან დოკუმენტში შევიდა საჯარო დაწესებულებებიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების ორი შემთხვევა" - ვკითხულობთ ანგარიშში

"საია" და "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" საგამოძიებო უწყებებს მიმართავენ და დროული გამოძიებისკენ მოუწოდებენ. მესამე სექტორის წარმომადგენლების შეფასებით წინასაარჳევნო გარემო დაძაბულ ფონზე მიმდინარეობს.

სრულად

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი